ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში დღეს, ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის მიერ მოპოვებულ და გასაჯაროვებულ დოკუმენტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„რუსთავი 2"-მა გაავრცელა დოკუმენტი, რომლის თანახმადაც, ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს არასდროს ეკუთვნოდა.
„მიშას და ნაცებს რომ არაფერი არ ეშველება ამას ჩემი მოსაზრება არ უნდა. აი ამ „დოკუმენტის" წარმდგენს არ ურჩევნია მორცხვად სადმე რომ მიყუჩდეს?" - წერს ხალვაში.