logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: არაფერი ისე არ კვებავს ნებისმიერი მიმართულებით რადიკალურ გამოვლინებებს, როგორც ისეთი ტიპის მოწოდებები, რომელსაც ოპოზიციის მხრიდან აკეთებენ
- +

19 ივნისი. 2023. 18:10

 

 

“ეს არის დამსახურება და რეზულტატი დაპირებული ცხელი შემოდგომების, სისხლიანი რევოლუციების და ა.შ. არაფერი ისე არ კვებავს ნებისმიერი მიმართულებით რადიკალურ გამოვლინებებს, როგორც ისეთი ტიპის მოწოდებები, რომელსაც ოპოზიციის მხრიდან აკეთებენ”, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

კარგი და სწორია, რომ ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა, ვისაც კი კითხვა დაუსვეს ამ საკითხის ირგვლივ, გააკეთა მკაფიო და არა ორაზროვანი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ძალადობა მიუღებელია. მაგრამ რაც შეეხება შეფასებებს, რომ თითქოს ეს პროვოცირებული, წახალისებულია თუ სტიმულირებულია ჩვენი მხრიდან, ჩემი აზრით, ეს არის სრული უპასუხისმგებლობა და კვლავ გაგრძელება იგივე რიტორიკის, რაც კვებავს პროცესების ისეთ რადიკალიზაციას, რასაც საქართველოში ადგილი აქვს. ვინც დღეს ცივილიზებული დისკუსიების, კაბინეტებიდან, დარბაზებიდან, სადისკუსიო მაგიდებიდან საკითხის რადიკალური ფორმებით ჩანაცვლებას ცდილობს, ეს არის მათი პასუხისმგებლობა, რაც დღეს მსგავსი მოვლენების სახით ხდება საქართველოში და მხოლოდ და მხოლოდ მათი პასუხისმგებლობაა. ეს არის დამსახურება და რეზულტატი დაპირებული ცხელი შემოდგომების, სისხლიანი რევოლუციების და ა.შ. არაფერი ისე არ კვებავს ნებისმიერი მიმართულებით რადიკალურ გამოვლინებებს, როგორც ასეთი ტიპის მოწოდებები, რომელსაც ოპოზიციის მხრიდან აკეთებენ“, - აღნიშნა სარჯველაძემ.

 

მან ასევე სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან ამ მოვლენების მიმართ რეაგირებაზეც ისაუბრა.

 

დღეს არა მხოლოდ ძალადობის დაგმობა მოხდა და ამაზე მკვეთრი პოზიციის გამოხატვა, არამედ იმავდროულად ითქვა, რომ აუცილებელია ამას სამართლებრივი რეაგირება მოჰყვეს. ჩვენ უნდა მივეჩვიოთ, რომ სამართლებრივი რეაგირება სამართლებრივ რეაგირებას ნიშნავს და არა ცალკეული პირების მხრიდან ემოციების დონეზე საკითხების გადაწყვეტას. ეს ნიშნავს იმას, რომ პოლიციას უნდა ჰქონდეს სრული შესაძლებლობა საკითხის გამოძიების და შემდგომ მყისიერი რეაგირების. ოღონდ ეს უნდა მოხდეს სამართლებრივი სტანდარტების ზედმიწევნით დაცვით“, - განაცხადა სარჯველაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner