logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: „ქართულ ოცნებას“ აქვს ძალიან დიდი უპირატესობა - საზოგადოების მხარდაჭერა
- +

19 ივნისი. 2023. 18:41

 

 

“2012 წლიდან 2023 წლამდე ხელისუფლებაში ვერ გაჩერდება და ვერ ექნება საზოგადოების მხარდაჭერა პარტიას, რომელსაც მხოლოდ 2012 წლამდე ხელისუფლების წინააღმდეგ აქვს რიტორიკა”, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

 

ქართულ ოცნებას“ აქვს საკუთარი ძალიან დიდი უპირატესობა - საზოგადოების მხარდაჭერა. ყურადსაღებია, რომ „ქართული ოცნების“ წარმატების მთავარი ფაქტორი რამაც თავის დროზე მისი ხელისუფლებაში მოსვლა განაპირობა, თავდაპირველ ეტაპზე უკავშირდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხებას, მაგრამ ეს არ ყოფილა მხოლოდ და მხოლოდ ნეგატიური კონტექსტი და ნეგატიური ვექტორით ახსნადი პოლიტიკა. 2012 წლიდან 2023 წლამდე ხელისუფლებაში ვერ გაჩერდება და ვერ ექნება საზოგადოების მხარდაჭერა პარტიას, რომელსაც მხოლოდ 2012 წლამდე ხელისუფლების წინააღმდეგ აქვს რიტორიკა. „ქართულ ოცნებას“ ბევრი რამ აქვს შესათავაზებელი საზოგადოებისთვის და რეალურად უძღვება ამ საქმეებს. „ნაციონალური მოძრაობის“ რიტორიკაა ეს, რომ ამტკიცოს თითქოს უალტერნატივო პოლიტიკური ძალაა, დომინანტური პოლიტიკური ძალაა ოპოზიციის რიგებში. ეს არის თამაში, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ გვთავაზობს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner