logo_geo
eng_logo
ზაზა სიამაშვილი: თუკი ათასობით ადამიანმა ამას წლები გაუძლო, თქვენც უნდა გაუძლოთ!
- +

5 სექტემბერი. 2016. 00:35



ზაზა სიამაშვილი ფილმ „ჰეროკრატიას" ნახვის შედმეგ საკუთარ შთაბეჭდილებებს სოციალურ ქსელში წერს:


„დღეს ჩემს უახლოეს მეგობართან მაიკო ბერიაშვილთან ერთად         „ჰეროკრატიის" პრემიერას დავესწარი.... რა გითხრათ?!.... არც ვიცი გითხრათ თუ არა, მაგრამ მძიმე საყურებელია, მაგრამ უნდა უყუროთ....

 

თუკი ათასობით ადამიანმა ამას დღეები და კვირები კი არა, წლები გაუძლეს, თქვენც უნდა გაუძლოთ საათი და ოცი წუთი... ნუ ვისაც გადაწყვეტილი გაქვთ, რომ არ უყუროთ, ძალიან გთხოვთ, ძალიან მარტივად - ამომშალეთ თქვენი მეგობრების სიიდან.... ეს იმას ნიშნავს, რომ სხვათა ტკივილი არ გაწუხებთ... ეს კი ასევე ნიშნავს, რომ მძიმე ტყავი გაქვთ და არა კანი... სულ „კარგად" ბრძანდებოდეთ...

 

თურქული და ინდური სერიალების ყურება არ დაგავიწყდეთ.... მადლობა გოგას, მადლობა მთელს კოლექტივს...."- წერს სიამაშვილი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner