logo_geo
eng_logo
ბრიტანეთმა ახალი კანონმდებლობა შემოიღო, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შენარჩუნების საშუალებას იძლევა მანამ, სანამ რუსეთი უკრაინას კომპენსაციას არ გადაუხდის
- +

19 ივნისი. 2023. 19:54

 


ბრიტანეთმა ახალი კანონმდებლობა შემოიღო, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შენარჩუნების საშუალებას იძლევა მანამ, სანამ რუსეთი უკრაინას კომპენსაციას არ გადაუხდის. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიმს კლევერლის თქმით, ბრიტანეთის მთავრობა იღებს უფლებამოსილებას, შეინარჩუნოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ უკრაინისათვის კომპენსაციის გადახდამდე და დანერგავს ახალ სქემას გაყინული რუსული აქტივებისთვის, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს უკრაინის აღდგენისთვის.

„ვინაიდან უკრაინა აგრძელებს თავის დაცვას რუსული შემოჭრისგან, პუტინის ომის საშინელი შედეგები აშკარაა. უკრაინის აღდგენის საჭიროებები არის და იქნება უზარმაზარი“, - თქვა კლევერლიმ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner