logo_geo
eng_logo
იუსტიციის სახლმა ტექნოლოგიების გამოფენა „VivaTech 2023“-ში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ყოველწლიურად საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში იმართება
- +

19 ივნისი. 2023. 21:29

 

იუსტიციის სახლმა ტექნოლოგიების გამოფენა „VivaTech 2023“-ში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ყოველწლიურად საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში იმართება და მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანას მასპინძლობს, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სახლი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, „VivaTech 2023“ არის ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების გაცნობის პლატფორმა, სადაც მსოფლიოს ტექნოლოგიური ინდუსტრიის ლიდერები, წამყვანი კორპორაციები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები და ინვესტორები მონაწილეობენ. სამიტის მიზანია, მსოფლიოში დანერგილი ტექნოლოგიური ინოვაციების შესახებ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.

აღნიშნული სამიტის ფარგლებში გამართულ გამოფენაზე, იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ლაშა ლობჯანიძემ, იუსტიციის სახლის წარმომადგენლებთან ერთად, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივით, სხვადასხვა ინოვაციური ტექნოლოგიების მწარმოებელ კომპანიასთან მოლაპარაკებები და საქმიანი შეხვედრები გამართა. მან, ყურადღება გაამახვილა ისეთ ინოვაციურ და ტექნოლოგიურ მიღწევებზე, რომელთა ინტეგრირებაც იუსტიციის სახლის სერვისებისა და მომსახურების განვითარების მიმართულებით კიდევ უფრო გააუმჯობესებს მომსახურების ხარისხს.

გლობალური ტექნოლოგიური მოთხოვნების შესაბამისად, იუსტიციის სახლი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი ინოვაციური უწყება, მუდმივად ცდილობს საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვას ქვეყნის მასშტაბით, რათა მომხმარებელს კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სერვისი შესთავაზოს.

სამიტზე სიტყვით გამოვიდნენ სხვადასხვა ქვეყნისა და ორგანიზაციის ლიდერები, მათ შორის მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ამერიკელი ბიზნესმენი და გამომგონებელი ილონ მასკი, კორეის მცირე და საშუალო ბიზნესის და სტარტაპების მინისტრი ლი იანგი, NASA-ს ადმინისტრატორის ყოფილი მოადგილე დავა ნიუმენი, google-ის, Amazon-ის, Meta-ს, ibm-ის და სხვა მსოფლიოში წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელები და მენეჯმენტის წარმომადგენლები.

right_banner right_banner
არქივი
right_banner