logo_geo
eng_logo
ზურაბ აზარაშვილი: ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს
- +

19 ივნისი. 2023. 21:30

 

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის განცხადებით, ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, აქამდე ოპერაცია ნაწილობრივ ფინანსდებოდა, ამიერიდან კი, სრულად დაფინანსდება როგორც დიაგნოსტიკის, ასევე ოპერაციის ხარჯები.

„ღვიძლის გადანერგვის შემთხვევაში, 120 000-ლარიან ოპერაციას სახელმწიფო აფინანსებდა მხოლოდ 70 000 ლარით და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სრულად დავაფინანსოთ ოპერაციის ხარჯები, როგორც დიაგნოსტიკასთან, ისე ოპერაციასთან დაკავშირებული. ღვიძლის ტრანსპლანტაციის შემთხვევაში 120 ათას ლარს დღეიდან სრულად დაფარავს სახელმწიფო“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner