logo_geo
eng_logo
სტოლტენბერგი: ცივი ომის შემდეგ, რუსეთთან უფრო მშვიდობიანი ურთიერთობები გვსურდა, თუმცა ეს იმედები თანდათან გაქრა საქართველოში, ალეპოში, ყირიმსა და დონბასში პუტინის აგრესიული ქმედებების გამო
- +

19 ივნისი. 2023. 22:59

 

ცივი ომის შემდეგ, რუსეთთან უფრო მშვიდობიანი ურთიერთობები გვსურდა, თუმცა ეს იმედები თანდათან გაქრა საქართველოში, ალეპოში, ყირიმსა და დონბასში პუტინის აგრესიული ქმედებების გამო, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

მაგრამ ჩვენ ასევე მზად ვიყავით, რადგან უკრაინაში შეჭრა [აგრესიული] ქცევის ნაწილია. შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ეს ჩეჩნეთიდან დაიწყო, მაგრამ, სულ მცირე, 2008 წელს საქართველოდან, როდესაც ისინი საქართველოში შეიჭრნენ. შემდეგ სასტიკი ომი სირიაში. შემდეგ კი ომი უკრაინაში, რომელიც გასული წლის თებერვალში არ დაწყებულა. ის დაიწყო 2014 წელს. სწორედ მაშინ აიღეს ყირიმი და რამდენიმე თვის შემდეგ შევიდნენ აღმოსავლეთ დონბასში“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner