ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
"არა, რა! ასე არ შეიძლება!!!
ქართველი ხალხის უმრავლესობის მიერ არჩეულ ხელისუფლებას მეტი პრინციპულობა სჭირდება!
"ჭარბი დემოკრატია" არაა დემოკრატია, ეს უმცირესობის დიქტატურაა! უმცირესობის ჩრდილოვანი მმართველობაა!
დღეს ჩვენთან გაგანია კოგნიტური ომია, ომი გონის და გონების წინააღმდეგ, რომელშიც, ლამისაა, დესტრუქციულმა და მავნებელმა ოპოზიციად წოდებულმა უმცირესობამ იმძლავროს!!! ( ძალიან მოკლედ და უხეშად, კოგნიტური ნიშნავს- "cognition", ლათ.cognare-ცოდნის შეძენის პროცესი, აზროვნება, გახსენება, ყურადღების მიქცევა+კოგნიტური შინაარსები-ცნებები, ფაქტები, წესები, მოგონებები და სხვ.).
-აბა, რას ნიშნავს, როცა ნაცების დროს ნაცები ფიზიკურად კლავდნენ და მორალურად ანადგურებდნენ განსხვავებული აზრის მქონე პირებს, ახლა, უმცირესობაში არიან და ფიზიკურად ვერ კლავენ, მაგრამ 10 წელია, აქეთ აბულინგებენ უმრავლესობაში მყოფ, მაგრამ მათგან განსხვავებული, არასექტანტი მოსახლეობის უდიდეს ნაწილს!
ბულინგის მეთოდები ნათელია:
1.ტოტალური, ყოველდღიური საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ომი სამი ოპოზიციური ტელე მედია-საშუალებით, რაც გამოიხატება ხელისუფლების ავტორიტეტული წარმომადგენლების, ავტორიტეტული საჯარო მოხელეების, სამოქალაქო საზოგადოების ავტორიტეტული წარმომადგენლების, ე.წ. "აზრის ლიდერების" დაკნინებაში, პერმანენტული პანიკის დათესვაში, სიცრუის ტირაჟირებაში და ღირებულებათა სისტემის შეცვლაში!
2. უმცირესობის აზრისგან განსხვავებული აზრისა და ხელისუფლების მხარდამჭერი აზრის ბულინგი სოციალურ მედიაში, "დაჰაჰავება", ღია ლანძღვა-გინება, ცრუ ინფორმაციის დაბრალება.
3. უმცირესობის, ანუ ე.წ. "ოპოზიციის" მიერ სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტების "გატრეინინგება", ანუ გავლენის ფსიქოლოგიის უმთავრესი მეთოდის- მანიპულაციის გამოყენება და ამ ახალგაზრდების ობიექტად, იარაღად ქცევა, სამომავლოდ კი არეულების ინტრუმენტად გამოყენება.
4. "მივარდნები", პრიმიტიული, შეურაცმყოფელი და დამაკნინებელი "პერფორმანსები", რომლებიც რეალურად, ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვაა და ფსიქოლოგიური ძალადობა! (მსგავსი ქმედებებისთვის ე.წ. "ოპოზიცია" არ ისჯება!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!)
5. სახელმწიფო სამსახურებში "ჩაბუდებული" ლატენტური ნაცები და "მომლოდინე" საბოტაჟნიკები! საბოტაჟის "ხანძრები" შუა რგოლში.
~~~~~
ამ კოგნიტური ომის წაქეზების "ინსტრუმენტებს" აღმოსავლეთ ევროპის და ბალტიის ქვეყნების ევროდეპუტატები წარმოადგენენ!
მართვის ცენტრი სამწუხაროდ, ატლანტიკის ოკეანის გაღმაა!
ადგილზე პასუხისმგებელი-დიღმის რევ.კომი!
-აი, ესაა კოგნიტური ომების ინსტრუმენტები და მართვის მექანიზმები.
□ამ ტიპის ომი ხორციელდება საქართველოში ე.წ. "ოპოზიციის", რეალურად კი უცხო ქვეყნების ადეპტების მიერ!
□ამ ტიპის ომით ხდება არა არჩევნებისთვის, არამედ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლისთვის ნიადაგის მზადება.
# დღეს, ტელევიზიით კითხულობს ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენელი, ვისგან ფინანსდებიან ეს ჯგუფებიო !!!! დალოცვილის შვილო, ჩვენ გვეკითხები, ვისგან ფინანსდებიანო?!!! ვინ უნდა გამოიძიოს, ჩვენ?!!!!!!!!
სხვათაშორის, მუდმივი პანიკის დათესვა და მაღალ ნიშნულზე "დაჭერა" ადამიანს მანიპულაციის წინაშე დაუცველს ხდის. ამიტომაც გვიჩვენებენ მუდმივად, რომ საქართველოში ყველაფერი იქცევა, ინგრევა, ყველა ტყუის, იპარავს... ინდონეზიაში მომხდარ ავარიას და სხვა კონტინენტზე მომხდარ წყალდიდობასაც იმიტომ გვიჩვენებენ დილის 11-იან კვირის საინფორმაციოებში, და არა მარტო სამი "ოპოზიციური" ტელევიზია!!!
და ხდება პანიკის კულტივირება, ტირაჟირება, გაფურჩქვნა!
ხელოვნურად შექმნილი, მუდმივი პანიკის გავლენის ქვეშ მყოფი ადამიანები კარგავენ ხვალინდელი დღის იმედს, რწმენას, ხალისს და მათ ფსიქიკაში მყარად ყალიბდება ქვეყნისა და სამყაროს ნეგატიური სურათი, ბრაზი, შური, მდუღარე აგრესია. . . და ილუზორული პოზიტივის კლიშე-აკვიატებასავით - "შინ ევროპაში"! (როგორც სსრკ მოქალაქეებისთვის-წინ, კომუნიზმში!)
პანიკის და ნეგატივიზმის მორევში შეყვანილი ადამიანები თვითონ ხდებიან ნეგატივისტები და პანიკას თესავენ უკვე ოჯახში, კოლექტივში, მედია-სივრციდან, ტელეეთერიდან . . . მიზანი კი მიღწეულია, ადამიანები და მათი ჯგუფები უკვე თვითონ არიან ქცეულნი კოგნიტურ იარაღად, და როგორც მაღალი ვირულენტობის მქონე ვირუსით დასნებოვნებულები, თვითონ არიან კოგნიტური ვირუსის გამავრცელებლები გარემოცვისთვის, კოლექტივისთვის, მაყურებლისთვის, მკითხველისთვის . . .
გამოსავალი?!
-გამოსავალი ჭკუა, გონება და ინფორმაციის გაფილტვრაა, რაც ადვილი არ არის. რა საკითხშიც არ ვართ კომპეტენტური, უფრო მცოდნეს ვუჯერებთ, ან მის აზრს ვენდობით. მაგრამ, სწორედ ამიტომ ებრძვიან და აბულინგებენ "აზრის ლიდერებს" და საზოგადოებისთვის ავტორიტეტულ ადამიანებს!
გადაუდებელი ღონისძიება?
-გადაუდებელი ღონისძიება უნდა იყოს SOS!-რეჟიმში ახალგაზრდა თაობის დაცვისკენ მიმართული უსწრაფესი ღონისძიებები სკოლაში, უნივერსიტეტში, კერძო და სახელმწიფო სასწავლო დაწესებულებებში!!!
რამდენი საფიქრალია, არა?! ძნელია. . .
ძნელია, მაგრამ, როგორც უსაყვარლესი, სულმნათი მამა გიორგი ბასილაძე ამბობს;
"ქართველობა ძნელია, მაგრამ აუცილებელი!!!"- წერს მაია ნიკოლეიშვილი.