logo_geo
eng_logo
სოფელ შრომაში, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაშია
- +

20 ივნისი. 2023. 11:07

 

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაშია - ინფორმაციას ამის შესახებ ოზურგეთის მერია ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, მიმდინარეობს ვაკე-ზედუბანი - ორმეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია და ვაკის უბანში - ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა.

 

სამუშაო პროცესს ადგილზე ოზურგეთის მერი, ავთანდილ თალაკვაძე, მოადგილესთან, ნიკა ბოლქვაძესთან ერთად გაეცნო.

 

ოზურგეთელებისთვის მიცემული კიდევ ერთი პირობა სრულდება - სოფელ შრომაში მნიშვნელოვან პროექტებს ვაკეთებთ. მიმდინარეობს ვაკე-ზედუბანი - ორმეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია და ვაკის უბანში - ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელიც 50 ბავშვზე იქნება გათვლილი. პროექტების ჯამური ღირებულება 3, 549, 567 ლარს შეადგენს.

 

ოზურგეთის სახელით, მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ მინისტრს და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ჩვენი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერისთვის,“- განაცხადა, ავთანდილ თალაკვაძემ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner