დღეს საქართველოს ნაკრები ევროპის 2024 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მესამე შეხვედრას შოტლანდიის ეროვნულ გუნდთან გამართავს. შოტლანდიელები 9 ქულით ჯგუფის ლიდერები არიან და მეორე ადგილზე მყოფ საქართველოს 5 ქულით უსწრებენ.
გუნდები აქამდე ერთმანეთს ოთხჯერ შეხვდნენ და ორჯერ ქართველებმა გაიმარჯვეს, ორჯერ კი მეტოქემ მოიგო. თამაში თბილისის დროით 22:45-ზე დაიწყება.