ბლოკ „პაატა ბურჭულაძე- სახელმწიფო ხალხისთვის" წევრის გიორგი ვაშაძის შეფასებით, „ნაციონალურ მოძრაობაში" დარჩნენ ადამიანები, რომელთა უმრავლესობას ქვეყნისთვის არაფერი გაუკეთებია. ერთ-ერთ მაგალითად კი დავით ბაქრაძეს ასახელებს.
„ნაციონალურ მოძრაობაში" დარჩნენ ადამიანები, რომელთა უმრავლესობას ქვეყანაში არაფერი გაუკეთებია. მაგალითად - დათო ბაქრაძე, რომლის გაკეთებული საქმე არ მახსენდება. მათი მთავარი პრობლემა ისაა, რომ დღემდე ვერ გააანალიზეს და შეაფასეს ის შეცდომები, რაც დაშვებულ იქნა", - გიორგი ვაშაძემ.