გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა ბერლინში გამართულ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და საქართველოს შორის გამართულ სამთავრობო მოლაპარაკებებში მიიღო მონაწილეობა.
მოლაპარაკებების ფარგლებში განხილულ იქნა ის პრიორიტეტული მიმართულებები, რასაც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა მხარს უჭერს საქართველოში, ასევე ის სფეროები რომლებიც მომავალში იქნება თანამშრომლობის საგანი.
ნინო თანდილაშვილმა მადლობა გადაუხადა გერმანულ მხარეს გაწეული მხარდაჭერისთვის ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიც არის ბიომრავალფეროვნების დაცვა, დაცული ტერიტორიები და სატყეო მმართველობა.
მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზი გაუსვა გერმანული მხარის თანამშრომლობის მნიშვნელობას სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, განსაკუთრებით კი ღვინის ექსპორტის გაზრდის მიმართულებით.
საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ მინისტრის მოადგილეები, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მიადგილე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი და ქალაქ ბათუმის მერი.