logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია და დაუშვებელია მისი წახალისება, რასაც ცდილობს ოპოზიცია
- +

20 ივნისი. 2023. 13:39

 

 

“განსხვავებული მოსაზრებაზე პასუხი არ უნდა იყოს ძალადობა”, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიის მხრიდან შესაბამისი შეკითხვის პასუხად განაცხადა.

 

მისი თქმით, ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია და დაუშვებელია მისი წახალისება, რისი მცდელობაც აქვს ოპოზიციას.

 

რა ძალადობის ფაქტებზე საუბრობთ საერთოდ და ძალადობის რომელ ფაქტს ახალისებს „ქართული ოცნება?! ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს ეს. რაც არ უნდა განსხვავებული აზრის მოსმენა გვიწევდეს, ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანას ვაშენებთ და პასუხი არ უნდა იყოს ძალადობა. არ უნდა ხდებოდეს ძალადობის წახალისება. როდესაც პოლიციელს „მოლოტოვის კოქტეილს“ ესვრიან, აქვთ მცდელობა, ცოცხლად დაწვან პოლიციელები, ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლები კი გამოდიან და სურთ გმირად შერაცხონ ასეთი ადამიანი, ეს დამაზიანებელია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner