logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: თუ სალომე ზურაბიშვილი გვარამიას შეიწყალებს, გამოდის, რომ ეთანხმება გვარამიას შეფასებას მის მიმართ, დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ასე არ მოხდება
- +

20 ივნისი. 2023. 13:48

 

 

“თუ სალომე ზურაბიშვილი გვარამიას შეიწყალებს, გამოდის, რომ ეთანხმება გვარამიას შეფასებას მის მიმართ. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ასე არ მოხდება”, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისი თქმით, საზოგადოებას ახსოვს, თავის დროზე როგორ მოიხსენიებდა გვარამია სალომე ზურაბიშვილს, როცა ის საპრეზიდენტო კანდიდატი იყო.

 

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გახსოვთ, თავის დროზე როგორ მოიხსენიებდა გვარამია სალომე ზურაბიშვილს, როცა ის საპრეზიდენტო კანდიდატი იყო. ერთი სიტყვა შემიძლია გავიხსენო, მეორეს უბრალოდ არ გვიხსენებ ეთიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე. მას უწოდებდა რეზიდენტს. თუ სალომე ზურაბიშვილი გვარამიას შეიწყალებს, გამოდის, რომ გვარამიას შეფასებას მის მიმართ ეთანხმება. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ასე არ მოხდება. როგორც ჩანს, პრეზიდენტს გარკვეული წითელი ხაზები აქვს, რაც ძალიან კარგია და იმედია, რომ ეს წითელი ხაზები არ გადაიკვეთება", - განაცხადა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner