ჟურნალისტი და „პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნაძალადევის რაიონში ლალი მოროშკინა ჟურნალისტებს მიმართავს.
„მივმართავ სრულიად პრესას და მედიას!
იცით, რომ ყოველთვის იყავით, ხართ და იქნებით ჩემი ნაწილი, ისევე როგორც მე თქვენი!
არასოდეს არ იქნება ჩემთვის იმაზე უზენაესი წოდება ვიდრე
ჟ უ რ ნ ა ლ ი ს ტ ი!
ძვირფასო კოლეგებო,
ხვალ, 14:00 პატრიოტთა ალიანსის სათაო ოფისში ოფიციალური წარდგენის შემდგომ,ყველანი ნაძალადევის პოლიციაში მივდივართ!!!!
რატომ?
იმიტომ რომ თქვენი თანდასწრებით უბნის პოლიციის უფროსმა ჩვენს წინაშე დადოს ფიცი, რომ არცერთი პოლიციელი არ იმოქმედებს კანონის გვერდის ავლით და რომ მიუხედავად პარტიისა და მაჟორიტარი კანდიდატისა შეინარჩუნოს სრული ნეიტრალიტეტი!
ყველა „ყურში ჩაჩურჩულება", საუბარი ამა თუ იმ კანდიდატზე „ზევიდან" მითითებაზე, მომენტალურად გასაჯაროვდება!
წინ კოლეგებო, სამხრეებიანი ტერორი აღარ განმეორდება!"