logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე ლევან ბერძენიშვილზე: არ შეიძლება ადამიანი, რომელიც თან პროფესორის სტატუსთ სარგებლობს, გამოდიოდეს და ლანძღავდეს ჩვენს გმირ მეფეებს
- +

20 ივნისი. 2023. 14:32

 

 

რა თქმა უნდა, ძალადობა არის მიუღებელი. არიან საქართველოში ადამიანები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ პოლარიზაციისთვის, რადიკალიზმის გაღვივებისთვის, აგრესიის დათესვისთვის და ასევე, პირდაპირ უპირისპირდებიან ყველაფერს, რაც უკავშირდება ჩვენს ეროვნულ იდენტობას. პირდაპირ ებრძვიან ეკლესიას, პატრიარქს, ჩართული არიან მიუღებელ აგიტაციაში. ებრძვიან ჩვენს 250 წლის წინ გარდაცვლილ მეფეებს, გმირ მეფეებს და ა.შ., - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც ლევან ბერძენიშვილზე სავარაუდო თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა.

 

„არ შეიძლება საზოგადოებაში ასე შუღლის გაღვივება. ეს არ არის სწორი. რა თქმა უნდა, ძალადობა არის მიუღებელი, მაგრამ ასევე ყველას უნდა მოვუწოდოთ, რომ ნუ შეუწყობენ ხელს საზოგადოებაში შუღლის გაღვივებას. არ შეიძლება ადამიანი, რომელიც თან პროფესორის სტატუსთ სარგებლობს, გამოდიოდეს და ლანძღავდეს ჩვენს გმირ მეფეებს. ერეკლე II გალანძღა, დავით აღმაშენებლი და ა.შ.“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner