logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ანრი ოხანაშვილს ნეპოტიზმის კუთხით პრობლემები არ აქვს, შემიძლია პასუხისმგებლობა ავიღო მასზე, რომ ის არის სუფთა და წესიერი კაცი
- +

20 ივნისი. 2023. 14:39

 

 

ანრი ოხანაშვილთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ მას ნეპოტიზმის კუთხით არავითარი პრობლემები არ აქვს, შემიძლია პასუხისმგებლობა ავიღო მასზე, რომ ის არის სუფთა და წესიერი კაცი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 

კობახიძეს ჰკითხეს რას ფიქრობს „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ახალ კვლევაზე, სადაც სავარაუდო ნეპოტიზმის ფაქტებზეა საუბარი სახელმწიფო ელექტროსისტემაში, სადაც დირექტორი „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი ვანო ზარდიაშვილია და მას ანრი ოხანაშვილის მამა ჰყავს დასაქმებული.

 

ერთი რამ მინდა გითხრათ, „საერთაშორისო გამჭვირვალობაზე“, ეს არის ორგანიზაცია, სადაც უკვე 13 წელია მგონი ერთი და იგივე თავმჯდომარეა. ეს არის თავისთავად იმის სიმბოლო თუ როგორ არ უნდა ფუნქციონირებდეს კონკრეტული ორგანიზაცია, მითუმეტეს როდესაც მას ეწოდება საერთაშორისო გამჭვირვალობა“. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც იბრძოდა გამჭვირვალობის წინააღმდეგ. გახსოვთ, რომ ამერიკულ კანონს მათაც დაარქვეს „რუსული კანონი“. თვითონ არიან გამჭვირვალობის წინააღმდეგი. რატომ, იმიტომ რომ ბევრი კორუფციული რამ აქვთ დასამალი. აქედან გამომდინარე, საკუთარ ბუნდოვანებას და საკუთარ კორუფციას მიხედონ. დეტალები არ ვიცი, მაგრამ ანრი ოხანაშვილთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ მას ამ [ნეპოტიზმის] კუთხით არავითარი პრობლემები არ აქვს. ვიღაცის მამა შეიძლება სადმე იყოს დასაქმებული, მაგრამ რაც შეეხება ნეპოტიზმს, შემიძლია პასუხისმგებლობა ავიღო ანრი ოხანაშვილზე, რომ ის არის სუფთა და წესიერი კაცი“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner