logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: კანდიდატის სტატუსი ეკუთვნის როგორც ხალხს, ასევე იმ ხელისუფლებას, რომელიც ამ ხალხმა აირჩია
- +

20 ივნისი. 2023. 14:50

 

 

ჩვენ პირნათლად შევასრულეთ 12 პუნქტი, ეს პროცესი ბოლომდე ამ თვის ბოლოს დასრულდება და რა თქმა უნდა, გვეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

 

შარშან ივნისშიც გვეკუთვნოდა და წელსაც გვეკუთვნის - ეს სტატუსი ეკუთვნის როგორც ხალხს, ასევე იმ ხელისუფლებას, რომელიც ამ ხალხმა აირჩია. ჩვენ არასდროს გვქონია ანტიდასავლური განცხადებები. რა თქმა უნდა, ხანდახან გვიწევდა შეფასებების გაკეთება მათ არაობიექტურ განცხადებებთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არ არის ანტიდასავლური რიტორიკა. ჩვენი რიტორიკა პროქართული, პროდასავლურია და ყოველთვის მივყვებით ამ ხაზს“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner