ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ტაბულას“ დამფუძნებლის თამარ ჩერგოლეიშვილის „ფეისბუქ“ სტატუსს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ვერავის მეუღლეზე უნდა ბედავდეს საუბარს თამარ ჩერგოლეიშვილი, როცა გიგა ბოკერია ნაცრეჟიმის ფაშისტური იდეოლოგიის თანაავტორია.
როგორც ანალიტიკოსი წერს, ფსევდოლიბერალი ფაშისტების მორიგი გამრუდებული ე.წ. ნარატივი - თურმე ჰომოფობიაა ბავშვებში ლგბტ პროპაგანდის სამართლიანი გაპროტესტება.
„ფსევდოლიბერალი ფაშისტების მორიგი გამრუდებული ე.წ. ნარატივი - თურმე ჰომოფობიაა ბავშვებში ლგბტ პროპაგანდის სამართლიანი გაპროტესტება. აქაური სექტანტები ამას ვერ ასხვავებენ და მათზე გაცილებით გაუნათლებელი მარგინალები ჰყავთ სამიზნე აუდიტორიად. ვერავის მეუღლეზე უნდა ბედავდეს საუბარს თამარ ჩერგოლეიშვილი, როცა გიგა ბოკერია ნაცრეჟიმის ფაშისტური იდეოლოგიის თანაავტორია და საშვილიშვილოდ პოლიტიკური, უკურნებელი კეთროვანი“, - წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.