ესტონეთის პარლამენტმა ერთნაირსქესიანი წყვილების ქორწინება დააკანონა. 2024 წლის პირველი იანვრიდან მსგავსი სქესის მქონე ადამიანებს დაქორწინება შეეძლებათ.
სლოვენიის შემდეგ, ესტონეთი ცენტრალური ევროპის რიგით მეორე ქვეყანაა, სადაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება ლეგალური გახდა.
კანონპროექტს მხარი დაუჭირა 55-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ ხმა მისცა 34-მა.
კანონპროექტის მხარდაჭერას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი კაია კალასი.
„ვამაყობ ჩემი ქვეყნით. ჩვენ ვაშენებთ საზოგადოებას, სადაც ყველას უფლება დაცულია და ხალხს შეუძლია, თავისუფლად უყვარდეს“, – წერს კალასი.
აღსანიშნავია, რომ ესტონეთში ჰომოსექსუალ წყვილთა ურთიერთობები საბჭოთა კავშირის დროს აკრძალული იყო, მისი დეკრიმინალიზაცია 1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ერთი წლის შემდეგ მოხდა.