logo_geo
eng_logo
ირაკლი ზარქუა: მე მაინც მრჩება შთაბეჭდილება, რომ ქალბატონი სალომე ცდილობს თავისი რადიკალიზმით საზოგადოებას თავი დაამახსოვროს
- +

20 ივნისი. 2023. 17:10

 

 

“მე მაინც მრჩება შთაბეჭდილება, რომ ქალბატონი სალომე ცდილობს თავისი რადიკალიზმით საზოგადოებას თავი დაამახსოვროს”, - ასე გამოეხმაურა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებსა და პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას.

 

მე მაინც მრჩება შთაბეჭდილება, რომ ქალბატონი სალომე ცდილობს თავისი რადიკალიზმით საზოგადოებას თავი დაამახსოვროს. გარკვევით ავუხსენით და ვუთხარით, ეროვნული ბანკის კანდიდატურები უნდა იყოს კონსენსუსის საფუძველზე შერჩეული. ვერ გავაგებინეთ, რა გავაკეთოთ?! ამ იწილო-ბიწილოს, ჰაერში რომ გყავს დატოვებული როგორც ცესკო, ისე ეროვნული ბანკი, არ სჯობს რომ დავსხდეთ?! შევთანხმდით ერთხელ, შევთანხმდით მეორედ, ისევ დუმს. რატომ აკეთებს ამას, ვერ გეტყვით“, - განაცხადა ზარქუამ.

 

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტს მოაწერა ხელი. ცვლილების შედეგად, ეროვნულ ბანკში იქმნება პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა, რომელსაც დანიშნავს და გაათავისუფლებს ეროვნული ბანკის საბჭო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner