კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატის თომას ჰაკერის იმ განცხადებას პასუხობს, რომლითაც ჰაკერი მსჯავრდებულ ნიკა გვარამიას პოლიტპატიმარს უწოდებს: ვწუხვარ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.. ნიკა გვარამია პოლიტიკური პატიმარია - წერს Twitter-ზე გერმანელი დეპუტატი თ.ჰაკერი.
„რამდენიმე პოლიტპატიმარი გამოგრჩათ ჰერ თომას: რუდოლფ ჰესი, ჰერმან გერინგი, მარტინ ბორმანი, ფონ რიბენტროპი, კალტენბრუნერი, როზენბერგი, კეიტელი" - წერს გოგა ხაინდრავა.