აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ იმის საფრთხე, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ტაქტიკური ბირთვული იარაღი შეიძლება გამოიყენოს, რეალურია.
16 ივნისს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, რომ ბელარუსში პირველი ტაქტიკური ბირთვული იარაღი განთავსდა.
„დაახლოებით ორი წლის წინ ვამბობდი, რომ ვნერვიულობ მდინარე კოლორადოს დაშრობაზე, ყველა ისე მიყურებდა, თითქოს გიჟი ვიყავი. ისინი ახლაც ასე მიყურებენ, როცა ვამბობ, რომ ვნერვიულობ, რადგან პუტინმა შეიძლება, ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოიყენოს. ეს რეალურია“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.