ამ წუთებში კოსტავას ქუჩაზე ერთ-ერთ ბარში თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიცია სპეცოპერაციას ატარებს. საქმე ტურისტებისთვის დიდი ოდენობით თანხების თაღლითური სქემით გამოძალვას ეხება.
არსებული ინფორმაციით, საქმეზე დაკავებულია 10 ადამიანი. მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.