უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს ლონდონში შეხვდა.
„განვიხილეთ შემდეგი ნაბიჯები უკრაინის კონტრშეტევითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად, ვილნიუსის სამიტის შედეგების მომზადება უკრაინის ნატოში წევრობის პერსპექტივის კუთხით და მშვიდობის ფორმულის გლობალური მხარდაჭერის გაზრდა“, - აღნიშნა დმიტრო კულებამ.