აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
„პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება და ჩვენი ორივე ქვეყანა [აშშ და დიდი ბრიტანეთი] ღრმად არის ერთგული ამის მიმართ“, - განაცხადა ბლინკენმა პრესკონფერენციაზე.
„ჩვენ გავაგრძელებთ ამ ვალდებულების შესრულებას, მათ შორის აშშ-ს ახალი ძლიერი დახმარების პაკეტის მეშვეობით, რომლის გამოცხადებასაც ხვალ შევძლებ“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.