აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, კევინ მაკარტიმ გააკრიტიკა საპროცესო შეთანხმება აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტსა და ჰანტერ ბაიდენს შორის. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
„ჩემი პირველი რეაქცია არის ის, რომ ეს ამერიკაში ორსაფეხურიანი სისტემის არსებობას ცხადყოფს. თუ თქვენ პრეზიდენტის მთავარი პოლიტიკური ოპონენტი ხართ, იუსტიციის დეპარტამენტი ციხეში თქვენს ჩასმას შეეცდება, ხოლო თუ პრეზიდენტის შვილი ხართ, მიიღებთ სასიამტკბილო შეთანხმებას“, - აღნიშნა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა.
აშშ-ის პრეზიდენტის შვილმა, ჰანტერ ბაიდენმა მისთვის წაყენებულ სამ ბრალდებაში თავი დამნაშავედ ცნო.
ორი ბრალდება საშემოსავლო გადასახადის განზრახ გადაუხდელობას ეხება, ხოლო მესამე ბრალდება კი იარაღის ფლობის წესის დარღვევას.