logo_geo
eng_logo
უკრაინული მედია: ბულგარეთის პრეზიდენტის განცხადებით, ბულგარეთის მონაწილეობა უკრაინისათვის ჭურვების მიწოდების ინიციატივაში შეცდომა იქნება
- +

21 ივნისი. 2023. 00:44

 


ბულგარეთის პრეზიდენტმა, რუმენ რადევმა განაცხადა, რომ ბულგარეთის მონაწილეობა უკრაინისათვის ჭურვების მიწოდების ევროკავშირის ინიციატივაში შეცდომა იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

რუმენ რადევმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში ომი ესკალაციის მდგომარეობაშია და „უზარმაზარ რისკებს შეიცავს“.

მე ბულგარეთშიც და ბრიუსელშიც ვამტკიცებდი, რომ ჩვენი ქვეყანა არ უნდა ჩაერიოს იარაღის მიწოდებით უკრაინის ომში. ეს არ არის ამ კონფლიქტის დასრულების გზა“, - დასძინა რადევმა.

უკრაინაში ჭურვების გაგზავნის საკითხმა გამოიწვია დავა რადევსა და ბულგარეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლაი დენკოვს შორის, რომელიც მიიჩნევს, რომ ბულგარეთმა პატივი უნდა სცეს თავის ვალდებულებებს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner