logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: რა „გეოგრაფიული უფლებით“ ერევა ოკეანის მიღმა კონტინენტური სახელმწიფო საქართველოს ევროპულ და არა - „ცენტრალურ-ამერიკული“ პერსპექტივების განხილვაში?
- +

20 ივნისი. 2023. 23:39

 

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.

როგორც დავით ქართველიშვილი წერს, კიდევ ერთხელ ჩანს, რომ აშშ სხვა სახელმწიფოს საშინაო საქმეებში უხეშად ერევა.

აშშ-ის საელჩოს აზრით, საქართველოში „ქმედითი დემოკრატია“ და „მედიის თავისუფლების დაცვა“ განპირობებულია ნიკა გვარამიას „პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნით“ და საჭიროებს მის დაუყოვნებლივ „აღკვეთას“.

საელჩოს „აღშფოთებული შეშფოთების“ თანახმად, ნიკა გვარამიას მიმართ ადგილი აქვს „მართლმსაჯულების შერჩევითად და პოლიტიზებულადაღქმას“, რაც „რისკის ქვეშ აყენებს საქართველოს ევროპულ მომავალს“ და „ძირს უთხრის მართლმსაჯულების უზენაესობას“, ასევე „კონსტიტუციით დაცულ ადამიანის უფლებებსა“ და „თავად დემოკრატიას“.

ახლა კი მორიგი და ასევე (დიდი ალბათობით) პასუხგაუცემელი შეკითხვები:

რას ნიშნავს „ამერიკულ ენაზე“ - სხვა სახელმწიფოს საშინაო საქმეებში უხეში ჩარევა, თუ არა ეს აღმაშფოთებელი განცხადება?

რა „გეოგრაფიული უფლებით“ ერევა ოკეანის მიღმა კონტინენტური სახელმწიფო საქართველოს ევროპულ და არა - „ცენტრალურ-ამერიკული“ პერსპექტივების განხილვაში?

რას ნიშნავს შანტაჟი, ზეწოლა, ზემოქმედება „დემოკრატიულ ფასეულობათა“ ამერიკულ რეესტრში, თუ არა მსგავსი განცხადება?“ - წერს დავით ქართველიშვილი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner