დღეს 21-წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატი იწყება. საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტის, პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
ბათუმსა და ქუთაისში მოგზაურობის შემდეგ ევროპის ჩემპიონატის თასი თბილისში ჩამოიტანეს. საზეიმო საღამო დედაენის ბაღში შედგა. ტურნირის მთავარმა სიმბოლომ, -ევროპის ჩემპიონატის თასმა, ჩემპიონატის მასპინძელი ქალაქები- ბათუმი და ქუთაისი მოიარა, მოგზაურობა კი, გუშინ თბილისში დაასრულა.
უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით, საქართველოს სამ ქალაქში, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება.