logo_geo
eng_logo
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს რკინიგზისა და პოლონეთის სარკინიგზო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით დღეს „დაძმობილების პროექტის“ დახურვის ცერემონია გაიმართა
- +

21 ივნისი. 2023. 10:26

 

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს რკინიგზისა და პოლონეთის სარკინიგზო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით დღეს „დაძმობილების პროექტის“ დახურვის ცერემონია გაიმართა.

 

პროექტი, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარეობს, მიზნად საქართველოს სარკინიგზო სექტორის ევროპულ სტანდარტებსა და დებულებებთან მიახლოებასა და საქართველოს რკინიგზის მარეგულირებელი გარემოს გაძლიერების მხარდაჭერას ემსახურება.

 

„დაძმობილების პროექტის“ ფარგლებში, პოლონელი ექსპერტები ქართველ პარტნიორებს ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, პროექტების შემუშავებასა და პრაქტიკული წინადადებების მომზადებაში ეხმარებიან.

 

პროექტი, რომელიც 2021 წლის მარტში დაიწყო საქართველოში რკინიგზის მარეგულირებელი გარემოს გაძლიერების ხელშეწყობას ითვალისწინებს. დახურვის ცერემონიაზე მხარეებმა მუშაობის შედეგები შეაჯამეს და ისაუბრეს იმ ჩარჩო დოკუმენტებზე, რომელიც საქართველოს სარკინიგზო სექტორს ევროკავშირის კანონმდებლობასთან მიახლოებაში დაეხმარება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner