logo_geo
eng_logo
ჯანსუღ ჩარკვიანი: ფაშისტები ყვიროდნენ -„ზიკ ჰაილ, ზიკ ჰაილ!“ „ნაციონალები“ ყვირიან- მიხაილ, მიხაილ!
- +

5 სექტემბერი. 2016. 02:12



ჯანსუღ ჩარკვიანი:

 

„რა გინდა, ძმაო, მოვიდა ივანიშვილი და რაც თქვა, გააკეთა. ქართველ კაცს უყვარს ხოლმე ჩხიკინი, ზოგი გამოდის და იძახის: აი, შენ იმას არ აკეთებ, ამას არ აკეთებო. მე ასეთი ადამიანი, ასეთი ლუკმის გამყოფი კაცი არ მინახავს ამ ქვეყანაზე. რაც მთავარია, მოვიდა და ამ ავაზაკებს უთხრა: აბა, ახლა წადით, მოშორდით აქედანო. აი, ეს იყო ყველაზე მთავარი. ის, რომ რაღაც ახალ პარტიას ქმნიან სააკაშვილები და მერაბიშვილები, რაღაც სისულელეებს ბჟუტურობენ, ჩვენ დავბრუნდებითო, ეგ საკენკი თავიანთ ბებიებს დაუყარონ. ისიც გავიხსენოთ, სააკაშვილის ხუშტურები ქვეყანას რამდენი უჯდებოდა, იძახიან, წელიწადში 150 მილიონამდე ადიოდაო. არადა, თავის დროზე შევარდნაძეს უყვიროდა: აბა, თქვი, რამდენი ლიტრი ბენზინი გეხარჯება კრწანისიდან სამსახურამდეო? ერთხელ გზაც გადაუკეტა სააკაშვილმა, სამი თუ ოთხი მანქანა რა ამბავიაო? იმას დაცვაში სულ შვიდი კაცი ჰყავდა, ამას სამასი ჰყავდა.

 

მერე, დამღალა უკვე ამ საშინელმა სიტყვამ - პიარი, პიარი და პიარი. ბიჭო, ასე ადამიანი თავის თავს მთელი ცხოვრება პიარს უკეთებდეს, არ გამიგია, რააა! სააკაშვილი ისევ აგიჟებს ხალხს და... რა ვიცი, თუ ხალხი გაგიჟდა, მაშინ ჩვენ მართლა გიჟები ვყოფილვართ, გენაცვალე, და არც სახელმწიფო გვჭირდება, მაშინ საქართველოს დავარქვათ რაღაც სხვა სახელი. არა, ძმაო, ჩვენ ვართ ღირსნი შოთა რუსთაველისა, მაგრამ შენ რომ ერთი სტრიქონიც არ იცი მისი, ეს არის დიდი უბედურება, ეს არის საშინელება!

 

მოდიიის? ეს კითხვა საერთოდ არ უნდა დაისვას, არც ერთმა ქართველმა ეს საკითხი ეჭქვეშ არ უნდა დააყენოს. რას ჰქვია, მოდის, ყველაფერი შენზე არ არის დამოკიდებული? გამოვიდეს ხალხი და უთხრას სააკაშვილს: ჩემს ფეხებს მოხვალ!

ჰიტლერი სულ ამბობდა, მე ბედნიერი ვარ, რომ `ნაციონალური პარტიის~ წევრი გახლავართო, ახლა ესენიც ასე იძახიან. ფაშისტები ყვიროდნენ:

"ზიკ ჰაილ, ზიკ ჰაილ"!

"ნაციონალები" ყვირიან:

"მიხაილ, მიხაილ"!

გინდა "ზიკ ჰაილ" იძახე, გინდა - "მიხაილ", ერთი ნაგავია.

 

არ დაიჯერებთ, მაგრამ სიმართლეს ვამბობ: 1967 წელია, ჩემთან სახლში ვართ, პურსა ვჭამთ, მე, შევარდნაძე, ნოდარ დუმბაძე, ევგენი ევტუშენკო და ბელა ახმადულინა. ედუარდი ადგა და სადღეგრძელო თქვა, 25 წლის შემდეგ რომ საქართველო იქნება, იმას გაუმარჯოსო. მაშინ ცოტა უხერხული იყო ამისი თქმა. ზუსტად 25 წლის შემდეგ გახდა საქართველო თავისუფალი.

 

მე ვთხოვ უფალს: ღმერთო, ცხრაკუთხივ აკურთხე ივერთმხარეო. ჩვენთან ქვაც არ გდია უბრალო, ყველაფერი ნაამაგარია. ასე მგონია, ახლა ლაშარის გორზე ვარ შემდგარი და იქიდან ველაპარაკები ქვეყანას!"


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner