logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: თუ ვინმე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მედია პლურალიზმს საქართველოში, მას საერთოდ არაფერი გაეგება ჩვენი ქვეყნის მედია გარემოზე
- +

21 ივნისი. 2023. 12:20

 

 

„რაც შეეხება მედია პლურალიზმს, თქვენ მეკითხებით მედია პლურალიზმზე, თუ ვინმე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მედია პლურალიზმს საქართველოში, მას საერთოდ არაფერი გაეგება ჩვენი ქვეყნის შიგნით არსებულ მედია გარემოზე.  2012 წლამდე პრაქტიკულად არ არსებობდა არც ერთი ნორმალური ძლიერი დამოუკიდებელი ოპოზიციური არხი, დღეს უამრავი ტელევიზიაა და აქ ხართ თქვენ წარმოდგენილი, ძლიერი ოპოზიციური არხი“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლებამ ბოლო წლების განმავლობაში გააკეთა მაქსიმუმი, მათ შორის - ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და ევროპული პერსპექტივა.

 

თქვენს პათოსში მე ვკითხულობ, რომ არ გიხარიათ სტატუსის მინიჭება და მაინცდამაინც არ ხართ დაინტერესებული, რომ ქვეყანამ მიიღოს სტატუსი. მე თქვენს ადგილას, შემდეგნაირად დავსვამდი კითხვას, თუ რა შეიძლება გააკეთოს კიდევ უფრო მეტი ხელისუფლებამ, ოპოზიციამ და საზოგადოებამ იმისთვის, რომ კითხვები შემცირდეს. ჩემო ძვირფასებო, თუ რაიმეს ვაკეთებთ ჩვენ, ვაკეთებთ ჩვენი ქვეყნისთვის, ხალხისთვის და არა მხოლოდ ხელისუფლებისთვის. ბოლო წლებში, რაც ხელისუფლებამ გააკეთა ეს იყო მაქსიმუმი რაც ჩვენ შევძელით, ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, პერსპექტივა, რომელიც იყო ისტორიული გადაწყვეტილება ნამდვილად. სტატუსი არის სიმბოლური გამოხატულება ამ ყველაფრის, სიმბოლური აღიარება, ამიტომ დაველოდოთ,“- განაცხადა პრემიერმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner