logo_geo
eng_logo
„წარმოიდგინეთ მსგავსი სიმწვავის ინტერვიუ მიხეილ სააკშვილთან…“
- +

5 სექტემბერი. 2016. 02:26



მომღერალმა ირმა სოხაძემ მისი შვილის, ჟურნალისტ სალომე ასათინის ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან გადაცემა „პრიორიტეტში" შეაფასა. ინტერვიუ, რომელსაც საზოგადოების მხირდან არაერთი მწვავე შეფასება მოყვა, ირმა სოხაძე ამგვარად აფასებს:



„რა თქმა უდნა, ვინერვიულე, მაგრამ სალომე არის უმაღლესი რანგის ჟურნალისტი. დედისგან ცოტა უხერხულია ამაზე საუბარი. ეს არ იყო პაექრობა, ეს კომუნიკაციის ნაკლებობის ბრალი უფრო იყო. სალომე დამტუქსავს, საერთოდ რატომ ვლაპარაკობ ამ თემაზე, მაგრამ რადგან მკითხეთ, მინდა ნათელი მოვფინოთ ამ თემას. ეს საკითხები, ყველაფერი შეთანხმებული იყო ბატონი ბიძინას პრეს-სამდივნოსთან, თუმცა გაურკვევლობა მოხდა, ბატონ ბიძინასთვის სიურპრიზი აღმოჩნდა გარკვეული შეკითხვები და ეს რატომ მოხდა არ ვიცი... თუმცა, ერთ რამეს დავძენ, თქვენ წარმოიდგინეთ მსგავსი სიმწვავის ინტერვიუ წინა ხელისუფალთან - მიხეილ სააკშვილთან... რა მოყვებოდა ამას... დღეს კი სალომე ძალიან მალე ეთერში გავა. წინა ხელისუფლების დროს ასეთი რამ წარმოუდგენელი იყო. ჩვენ ალბათ, მთელი ოჯახი ციხეში ვიქნებოდით, თუ რაღაც ეწყინდებოდა სააკაშვილს. უბრალოდ, ამ ინტერვიუში გარკვეული კომუნაკაციის პრობლემა იყო. სოციალურ ქსელებში ამ ინტერვიუს მოჰყვა გამოხმაურებები, ძალიან ბევრს უნდოდა, ბატონი ბიძინასთვის თავი მოეწონებინა და იყო ძალიან მწვავე, კრიტიკული შენიშვნები სალომეს მიმართ. სულ ტყუილად გაისარჯნენ, რადგან ბატონი ბიძინა ბევრად უფრო ბრძენი და ჭკვიანი ადამიანია, ვიდრე მათ ჰგონიათ",- ამბობს ირმა სოხაძე.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner