logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: რაც შეეხება თავდასხმებს და ამ აგრესიულ გამოვლინებას, რომელიც პოლიტიკოსების თუ ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ ვიხილეთ - ყოველგვარი ძალადობა არის მიუღებელი და ჩვენ მკაფიოდ ვემიჯნებით ამ ძალადობას
- +

21 ივნისი. 2023. 12:42

 

 

ყოველგვარი ძალადობა არის მიუღებელი და ჩვენ მკაფიოდ ვემიჯნებით ამ ძალადობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, ძალადობრივ ფაქტებზე პოლიციამ მყისიერად მოახდინა რეაგირება.

 

„რაც შეეხება თავდასხმებს და ამ აგრესიულ გამოვლინებას, რომელიც ჩვენ ბოლო პერიოდის განმავლობაში პოლიტიკოსების თუ ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ ვიხილეთ - ყოველგვარი ძალადობა არის მიუღებელი და ჩვენ მკაფიოდ ვემიჯნებით ამ ძალადობას. პოლიციამ მყისიერად მოახდინა რეაგირება და ჩვენი პასუხი ამით არის ნათქვამი“, - განაცხადა პრემიერმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner