logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებს მკაფიოდ დავუდასტურე, რომ „ქართული ოცნება“ არ აპირებს მიუბრუნდეს „უცხოელი აგენტების“ კანონს
- +

21 ივნისი. 2023. 12:54

 

 

„ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებს მკაფიოდ დავუდასტურე, რომ „ქართული ოცნება“ არ აპირებს მიუბრუნდეს „უცხოელი აგენტების“ კანონს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 

„ეს კითხვა სხვათაშორის მუსირებდა ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებში. მე მათ მკაფიოდ დავუდასტურე ჩვენი გუნდის სახელით ჩვენი პოზიცია, რომ „ქართული ოცნება“ არ აპირებს მიუბრუნდეს „უცხოელი აგენტების“ კანონს. ეს საკითხი არის დახურული და ჩვენ აღარ მივუბრუნდებით ამ საკითხს“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner