logo_geo
eng_logo
ოთარ ჩრდილელი: დამთავრდა ის დრო- საქართველო ანოსია, საქართველო-ვანოსია!
- +

5 სექტემბერი. 2016. 02:27



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი facebook-ზე წერს:




დამთავრდა ის დრო: საქართველო ანოსია, საქართველო-ვანოსია! საქართველო, არის ხალხის და არა ვანოს შპს, შეეგუეთ ამას!

 

ბატონ ბურჭულაძის, მორიგ (მცდარ) მოსაზრებას გავეცანი...

 

ისედაც პატარაა საქართველო, თან უამრავი ჩვენი თანამემამულე-ქვეყნის ფარგლებს გარეთაა და თანაც არა ესთეტიურად მეჩვენება, ადამიანს უკიჟინო, რომ იმერეთში ახალციხელი ნუ იქნება თანამდებობაზე ან კახეთში-ამბროლაურელი...

 

ცოტა შორს თუ გავიხედავთ: ავსტრიელ შვარცნეგერს, კალიფორნიის გუბერნატორად ვიხილავდით...

 

ცოტა ახლოს, ჩემო ბატონიშვილო: სამტრედიელი ნიკო ნიკოლაძე, რაც იყო ფოთისთვის-იკითხეთ თუ არ იცით...

 

უფრო-უფრო ახლოს თუ გინდათ და დღეს რა რეგიონზეც, ვითომ გულის წყვეტით თქვით, მანდა ვარ მეც...

 

ლუკა ასათიანი-ქვიტირელი კაცი იყო, ჯერ ქუთაისის და შემდეგ ბათომის თავკაცად, რამოდენიმედ აირჩიეს. ბევრი ბათუმელი ნახავს ამ პოსტს და ჩემზე კარგად იტყვიან, ვინ იყო და რად აქცია ბათუმი-ქვიტირელმა კაცმა!!!

 

P.S. მე მხოლოდ იმას დავამატებ, რომ ასათიანის სახელობის ქუჩა ქუთაისსა და ბათუმში ცენტრალური ქუჩებია, ბათუმში მადლიერმა შთამომავლობამ ძეგლიც კი დაუდგა!!!

 

ილია ჭავჭავაძის მეგობარი იყო კაცი-რომელსაც თქვენ, ბათუმს დაუკარგავდით...", - წერს ჩრდილელი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner