საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი facebook-ზე წერს:
„დამთავრდა ის დრო: საქართველო ანოსია, საქართველო-ვანოსია! საქართველო, არის ხალხის და არა ვანოს შპს, შეეგუეთ ამას!
ბატონ ბურჭულაძის, მორიგ (მცდარ) მოსაზრებას გავეცანი...
ისედაც პატარაა საქართველო, თან უამრავი ჩვენი თანამემამულე-ქვეყნის ფარგლებს გარეთაა და თანაც არა ესთეტიურად მეჩვენება, ადამიანს უკიჟინო, რომ იმერეთში ახალციხელი ნუ იქნება თანამდებობაზე ან კახეთში-ამბროლაურელი...
ცოტა შორს თუ გავიხედავთ: ავსტრიელ შვარცნეგერს, კალიფორნიის გუბერნატორად ვიხილავდით...
ცოტა ახლოს, ჩემო ბატონიშვილო: სამტრედიელი ნიკო ნიკოლაძე, რაც იყო ფოთისთვის-იკითხეთ თუ არ იცით...
უფრო-უფრო ახლოს თუ გინდათ და დღეს რა რეგიონზეც, ვითომ გულის წყვეტით თქვით, მანდა ვარ მეც...
ლუკა ასათიანი-ქვიტირელი კაცი იყო, ჯერ ქუთაისის და შემდეგ ბათომის თავკაცად, რამოდენიმედ აირჩიეს. ბევრი ბათუმელი ნახავს ამ პოსტს და ჩემზე კარგად იტყვიან, ვინ იყო და რად აქცია ბათუმი-ქვიტირელმა კაცმა!!!
P.S. მე მხოლოდ იმას დავამატებ, რომ ასათიანის სახელობის ქუჩა ქუთაისსა და ბათუმში ცენტრალური ქუჩებია, ბათუმში მადლიერმა შთამომავლობამ ძეგლიც კი დაუდგა!!!
ილია ჭავჭავაძის მეგობარი იყო კაცი-რომელსაც თქვენ, ბათუმს დაუკარგავდით...", - წერს ჩრდილელი.