logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი ირლანდიის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
- +

21 ივნისი. 2023. 13:33

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ირლანდიის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარეს შონ ო’ფარელს შეხვდა.

 

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 30 წლის განმავლობაში საქართველოსა და ირლანდიას შორის მტკიცე მეგობრობა ჩამოყალიბდა. მისი თქმით, გეოგრაფიული დისტანციის მიუხედავად, საქართველოსა და ირლანდიას ბევრი რამ აქვთ საერთო. შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა ირლანდიის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროკავშირში ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

 

როგორც შონ ო’ფარელმა აღნიშნა, საქართველოში ვიზიტის მიზანს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაძლიერება წარმოადგენს.  მან ასევე მიმოიხილა ის შედეგები, რომელსაც ირლანდიამ მიაღწია ევროკავშირის წევრობის 50 წლის განმავლობაში და აღნიშნა, რომ ირლანდიას სურს, საქართველოც იხილოს ევროკავშირში.

 

შალვა პაპუაშვილმა ირლანდიელ კოლეგას ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელების მიმართულებით საქართველოს პროგრესი გააცნო და იმედი გამოთქვა, რომ წლის ბოლოს ევროკავშირი საქართველოს დამსახურებულ კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს.

 

მხარეებმა საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრეს და საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოხატეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner