logo_geo
eng_logo
საქართველოს პროკურატურა დანაშაულისა და მართლმსაჯულების კვლევის გაეროს რეგიონთაშორისი ინსტიტუტის მიერ ევროკავშირის დაფინანსებით ორგანიზებულ რეგიონალურ სამუშაო შეხვედრას მასპინძლობს
- +

21 ივნისი. 2023. 13:45

 

 

საქართველოს პროკურატურა დანაშაულისა და მართლმსაჯულების კვლევის გაეროს რეგიონთაშორისი ინსტიტუტის (UNICRI) მიერ ევროკავშირის დაფინანსებით ორგანიზებულ რეგიონალურ სამუშაო შეხვედრას მასპინძლობს. აღნიშნული ღონისძიება დანაშაულებრივი ქონების მოძიების, ჩამორთმევის, მართვის, საერთაშორისო და უწყებათაშორისი თანამშრომლობის საკითხებს შეეხება.

 

რეგიონალურ სამუშაო შეხვედრაში საქართველოს, აზერბაიჯანის, მოლდოვის, სომხეთის, უკრაინის, ლიბიის პროკურატურების და  სხვა კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

 

შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ ბაკურ აბულაძემ და მადლობა გადაუხადა ევროკავშირსა და გაეროს დანაშაულისა და მართლმსაჯულების კვლევის რეგიონთაშორის ინსტიტუტს ღონისძიების ორგანიზებისთვის.

 

საქართველოს პროკურატურისთვის დიდი პატივია, უმასპინძლოს ამ ღონისძიებას. ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა გამოცდილების გაზიარებისთვის. ტრანსნაციონალური და კომპლექსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში საერთაშორისო და უწყებათაშორის თანამშრომლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა და ამ რეგიონალური სამუშაო შეხვედრის შედეგად მიღებული ცოდნა დადებით გავლენას მოახდენს დანაშაულებრივი ქონების მოძიების, ჩამორთმევისა და მართვის, ასევე საერთაშორისო და უწყებათაშორისი თანამშრომლობის ეფექტიანობის გაზრდაზე.“ - განაცხადა ბაკურ აბულაძემ.

 

შეხვედრის მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს  დანაშაულისა და მართლმსაჯულების კვლევის გაეროს რეგიონთაშორისი ინსტიტუტის უფროსმა სამართლებრივმა ოფიცერმა ჯეიმს შოუმ და ევროკომისიის წარმომადგენელმა რადიცა ნუსდორფერმა. მათ ხაზი გაუსვეს დანაშაულებრივი ქონების მოძიების, ჩამორთმევის, მართვისა და საერთაშორისო და უწყებათაშორისი თანამშრომლობის მნიშვნელობას ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში.

 

ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ საქართველოს პროკურატურის, მართლმსაჯულების კვლევის გაეროს რეგიონთაშორისი ინსტიტუტის, გერმანიის პროკურატურის, უკრაინის უმაღლესი ანტი-კორუფციული სასამართლოსა და ეროვნული ანტი-კორუფციული ბიუროს, ევროჯასტის, ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI), ბლოკჩეინის მონაცემთა პლატფორმა Chainalysis-ის, ვირტუალური აქტივების მომსახურების საერთაშორისო პროვაიდერებისა - Binance/Coinbase და გარემოსა და ეკონომიკური სამართლიანობის აფრიკული ქსელის (ANEEJ) გამოცდილებას.

 

დანაშაულისა და მართლმსაჯულების კვლევის გაეროს რეგიონთაშორისი ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული რეგიონალური სამუშაო შეხვედრა სამი დღე გაგრძელდება და განსაკუთრებული აქცენტით ვირტუალური აქტივების ამოღების საკითხის განხილვით დასრულდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner