logo_geo
eng_logo
ინგა გრიგოლია ნიკა გვარამიას: ბოლომდე დავიცავ იმ საქმეს, რასაც ვაკეთებ! რაც გინდა, ის ილაპარაკე...
- +

5 სექტემბერი. 2016. 02:47



საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, მაუწყებლები ყველაზე დიდ დროს "ქართულ ოცნებას" უთმობს.



წინასაარჩევნო პროცესის მეორე შუალედური ანგარიში 2016 წლის 8 ივლისიდან 8 აგვისტომდე პერიოდს მოიცავს, ხოლო დაკვირვების საგანი არის: წინასაარჩევნო რეკლამა; წინასაარჩევნო დებატები; ახალ ამბები და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები; წინასაარჩევნო აგიტაცია.


ინფორმაციას "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია facebook-გვერდზე აზიარებს, ტელეკომპანიის ჟურნალისტ ნოდარ მელაძესა და ტელეკომპანია "პირველის" ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას მიმართავს:



"ვინ ყოფილა ყველაზე დაბალანსებული? - ჩვენ, მერე კავკასია და ტაბულა. ყოჩაღ ბიჭოვ გიორგი ლაფერაშვილი.

ვინ ყოფილა პარტიული ტელევიზია? - ქართული ოცნების გაშუქება ნახეთ, და მიხვდებით. ნუ ერთგან სხვა პარტიული პრიორიტეტია (ობიექტივი), ყველა დანარჩენი - სახელისუფლო. არც ერთი არ გამკვირვებია, ერთის გარდა. იმ ერთზე გული დამწყდა კიდევაც. ნოდარ მელაძე ხომ გეუბნებოდი, გაქოცდებიანთქო.

 

ინგა გრიგოლია ახლა გასაგებია, ჩვენთან რატომ არ გამოგიშვეს ეთერში დასაჯდომად ინტერსატელევიზიო ფორმატში", - წერს გვარამია.


გთავაზობთ კომენტარებს, რომელიც გვარამიას ამ მიმართვას მოჰყვა:


ინგა გრიგოლია: ნიკა, ვერ გავიგე. ოღონდ მართლა ვერ გავიგე. თუ თოქ-შოუებში ნაციონალები არ ჩანან ჩემთან, მხოლოდ იმიტომ რომ პარტია რამდენიმე თვეა ოფიციალური ბოიკოტის რეჟიმშია პირადად ჩემთან... და არ იცი ეს ამბავი შენ?


Nika Gvaramia: რა არის ინგა გაუგებარი? გახსენი ლინკი და მარეგულირებლის დათვლილი ბალანსი ნახე. ძალიან მარტივია გასაგებად.


ინგა გრიგოლია: ხოდა არ დადიანთქო რამდენიმე თვეა ჩემთან და რანაირად უნდა დავიცვა ბალანსი?


Nika Gvaramia შენ ვინ გითხრა რამე, ინგა? შენს მიმართ ჩემი დამოკიდებულება იცი მშვენივრად. არც პირდაპირ თქმა რომ არ მერიდება, ეგეც


ინგა გრიგოლია: მონიშვნა და მელაძისთვის არ გამოშვების მინიშნება ზუსტად ისე გავიგე, რაც იგულისხმე, ნიკა, თორემ არც მე მივიღებდი ჩემზე


Nika Gvaramia: არ გამოგიშვეს - ინგა როგორ გაიგე ისე, როგორც წერ? არ გამოგიშვეს ნიშნავს, შენ თანახმა იყავი და საშუალება არ მოგცეს. და ასე იყო ზუსტად

 

ინგა გრიგოლია: ნიკა, რას ამტკიცებ ეხლა, პირდაპირ მითხარი. მართლა მაინტერესებს


Nika Gvaramia: მე არაფერს არ ვამტკიცებ. ორი რამეა ფაქტი:

1. შენ არ გამოგიშვეს რ2ზე, შენი სურვილის მიუხედავად, ჩართულიყავი ინტერსატელევიზიო ფორმატში. არ გვინდა ჩვენი სახე ნაცების არხთან ასოცირდებოდესო

2. ვინაა პარტიული არხი, ჩახედოს შენმა ხელმძღვანელობამ მარეგულირებლის დათვლილ ბალანსს და მიხვდება. ჯერ ჩვენი ბალანსი ნახოს და მერე თავისას შეადაროს.


ინგა გრიგოლია: არაა ის არხი პარტიული, სადაც მე ვმუშაობ. ის არხი პირადად ჩემი გაკეთებულია და არ მივიღებ ამ ბრალდებას. მე ავაწყვე ეს არხი, მთელი თავისი ბადით... კარგი ბატონო, ამიერიდან მეცოდინება შენი დამოკიდებულება და რა პრობლემაა. შეგიძლია იფიქრო, როგორც გინდა.


Nika Gvaramia ინგა, თუ ბოიკოტია, 16,5 როგორ აქვთ? კამერებს არ უშვებენ საარჩევნო შეხვედრებზე და არ გაღებინებენ? ამას გარდა, ორი პარტიაა მარტო საქართველოში? თუ თავდემებს და ბურჭულაძესაც ბოიკოტი აქვთ?

Nika Gvaramia: რას გადაეკიდე ინგა ამ შენს ეთერს? მარტო შენი გადაცემაა ეგ არხი?


ინგა გრიგოლია: კარგი ნიკა)))))))) ამიერიდან მეცოდინება)) აღარ ვაპირებ უსაგნო კამათს... მართალი ხარ... სად შეგვიძლია ჩვენ ობიექტური ჟურნალისტიკა


Nika Gvaramia ამას გარდა, ეგ ციფრები ჩემი არაა და მაშინ მთვლელს მიმართეთ, რომ კორექტული არაა. რაც დადეს, იმით ტიპიური პროსამთავრობო არხის ბალანსი აქვს არხს.


ინგა გრიგოლია: შენ თვითონ არ გიტყდება ეხლა რასაც წერ?


Tamara Chergoleishvili ინგა გრიგოლია კონკრეტულ ენქორთან კი. არა, ჩემი მთელი არხისთვის ბოიკოტი აქვთ გამოცხადებული ქოცებს

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner