დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე Edison Research-ის კვლევებს გამოეხმაურა.
„Edison Research - ის კვლევამ ოპოზიცია სარკეში ჩაახედა, სოციოლოგიურმა კვლევამ აჩვენა, რომ მმართველ გუნდს არჩევნებში მყარი გამარჯვება შეუძლია, ოპოზიცია გამარჯვების რესურსი არ აქვს. კვლევასთან დაკავშირებით ოპოზიციის გამოხმაურება სასაცილოა, ხაბეიშვილმა ან საარჩევნო კოდექსი და საქართველოს კონსტიტუცია არ იცის, ან არითმეტიკა. რეალობა არის, რომ 5%-იანი ბარიერის გადალახვა მხოლოდ ორ პარტიას შეუძლია, რაც ერთმნიშვნელოვნად ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი. რაც შეეხება ოპოზიციას, თუ ხაბემ პარტიის ნგრევის არსებული რეჟიმი შეინარჩუნა, დიდი ალბათობით 2023 წლის არჩევნებში რამდენიმე ნაწილად დანაწევრებული პარტია ვიხილავთ. მიუხედავად კვლევის ჩამტარებელი ორგანიზაციის ავტორიტეტულობისა, მანიპულაციასთან დაკავშირებულ გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს“, - აცხადებს ჩიხელიძე.