logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ჩვენგან არსებითად იყო შესასრულებელი ის პუნქტები, რომლებიც უკავშირდება კანონმდებლობის მიღებას - ყველა შესაბამისი კანონი ამ თვის ბოლომდე იქნება მიღებული
- +

21 ივნისი. 2023. 16:09

 

 

„ჩვენ 12 პუნქტი გვქონდა შესასრულებელი, რომლებთან დაკავშირებით ჩვენს საზოგადოებასა და საერთაშორისო პარტნიორებს წარვუდგინეთ დეტალური გეგმა დაახლოებით 1 წლის წინ და მას შემდეგ დავიწყეთ ამ დეტალურ გეგმაზე მუშაობა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

„ჩვენგან არსებითად იყო შესასრულებელი ის პუნქტები, რომლებიც უკავშირდება კანონმდებლობის მიღებას - ყველა შესაბამისი კანონი ამ თვის ბოლომდე იქნება მიღებული. არის გარკვეული პუნქტები, რომლებზეც გვჭირდებოდა ოპოზიციის მხარდაჭერა. ეს არის პირველ რიგში დეპოლარიზაცია, რაზეც ცალმხრივად ვერ ავიღებდით პასუხისმგებლობას. ჩვენ გვაქვს ოპტიმისტური მოლოდინის საფუძველი - იმედი გვაქვს, რომ განსხვავებით შარშანდლისგან, წელს, ახალი გადაწყვეტილება სამართლიანი იქნება“, - აღნიშნა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner