logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია ვიდრე აგრძელებს რადიკალურ ქმედებებს, დეპოლარიზაცია შეუძლებელია, სადაც იყო კანონები მისაღები, ვიმოქმედეთ პასუხისმგებლობით და ყველა პუნქტი შესრულებულია
- +

21 ივნისი. 2023. 16:27

 

 

„ვიდრე ოპოზიცია აგრძელებს რადიკალურ ქმედებებს, დეპოლარიზაცია არის შეუძლებელი, მაგრამ სადაც იყო კანონები მისაღები, სადაც იყო თანამდებობის პირები ასარჩევი, ჩვენ ვიმოქმედეთ ჩვენი პასუხისმგებლობით და ყველა შესაბამისი პუნქტი არის შესრულებული“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

„არის გარკვეული პუნქტები, რომლებზეც ჩვენ გვჭირდებოდა ოპოზიციის მხარდაჭერა, ეს არის პირველ რიგში დეპოლარიზაცია. ჩვენ ცალმხრივად ვერ ავიღებდით პასუხისმგებლობას დეპოლარიზაციაზე, ვიდრე ოპოზიცია აგრძელებს რადიკალურ ქმედებებს, დეპოლარიზაცია არის შეუძლებელი, მაგრამ სადაც იყო კანონები მისაღები, სადაც იყო თანამდებობის პირები ასარჩევი, ჩვენ ვიმოქმედეთ ჩვენი პასუხისმგებლობით და ყველა შესაბამისი პუნქტი არის შესრულებული, რაზეც კიდევ ერთხელ წარვუდგენთ ჩვენს ანგარიშს საზოგადოებას და ასევე საერთაშორისო პარტნიორებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს ოპტიმისტური მოლოდინის საფუძველი. იმედი გვაქვს, რომ წელს, განსხვავებით შარშანდელი გადაწყვეტილებისგან, ახალი გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი“, - აღნიშნა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner