logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: იცით ასეთი სპექტაკლი - „ჯერ დაიხოცნენ და შემდეგ იქორწინეს“, სააკაშვილი ჯერ დაიხოცა და ახლა პოლიტიკაში შემოდის
- +

21 ივნისი. 2023. 16:49

 

 

„ყველა იმ ადამიანმა, რომელიც მხარს უჭერდა სააკაშვილის სიმულაციას, ტყუილებს, ქართულ საზოგადოებას ბოდიში უნდა მოუხადოს. ესენი არიან პოლიტიკოსები, დიპლომატები, ყოველი სახალხო დამცველი და ა.შ. ამ ადამიანების წრე საკმაოდ ფართოა“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ თელავში, ჟურნალისტებს განუცხადა.

 

„სააკაშვილი 600 დღის განმავლობაში სიმულანტობდა და ამ სიმულაციას სამწუხაროდ უცხოელების მხრიდან ფართო მხარდაჭერა ჰქონდა. გვიმტკიცებდნენ, რომ 600 დღის განმავლობაში სააკაშვილი ყოველდღე კვდებოდა. იცით ასეთი სპექტაკლი - „ჯერ დაიხოცნენ და შემდეგ იქორწინეს“, სააკაშვილი ჯერ დაიხოცა და ახლა პოლიტიკაში შემოდის“. როდესაც ასეთი აბსურდის ავტორის პოლიტიკაში დაბრუნებაზეა საუბარი, რა თქმა უნდა ამას წარმატების არავითარი შანსი არ აქვს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, ვაპირებ ძალიან აქტიურად ჩართვას ქართულ პოლიტიკაში, უკრაინაში ჩართულობის პარალელურად“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner