logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: თავის დროზე ჩვენ გვიმტკიცებდნენ, რომ პროპაგანდას ვერ ექნებოდა გავლენა ადამიანის ორიენტაციაზე, აღმოჩნდა, რომ ეს არის ტყუილი და სწორედ ამის დადასტურებაა ის სტატისტიკა, რომელიც გამოქვეყნდა
- +

21 ივნისი. 2023. 16:59

 

 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ლგბტ პროპაგანდა არის კატეგორიულად მიუღებელი, მითუმეტეს, როდესაც ამ პროპაგანდის ადრესატი არიან ბავშვები.

 

„სტატისტიკა ვნახეთ შეერთებულ შტატებში, 18-დან 25 წლამდე მოსახლეობის 20% არის ლგბტ პირი, საფრანგეთში არის 22%, არის ქვეყნები, სადაც კიდევ უფრო მაღალია მაჩვენებელი. თავის დროზე ჩვენ გვიმტკიცებდნენ, რომ პროპაგანდას ვერ ექნებოდა გავლენა ადამიანის ორიენტაციაზე, აღმოჩნდა, რომ ეს არის ტყუილი. პროპაგანდას აქვს რა თქმა უნდა გავლენა ადამიანების ქცევაზე და სწორედ ამის დადასტურებაა ის სტატისტიკა, რომელიც გამოქვეყნდა. პროპაგანდა არის კატეგორიულად მიუღებელი, მითუმეტეს, როდესაც ამ პროპაგანდის ადრესატი არიან ბავშვები. ბავშვებში ლგბტ პროპაგანდა არის კატეგორიულად მიუღებელი და რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ჩვენ ამას დავუპირისპირდეთ სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში“, - განაცხადა კობახიძემ.

 

ჟურნალისტის კითხვაზე, დასავლეთი კანდიდატის სტატუსის სანაცვლოდ ხომ არ ითხოვს ლგბტ პროპაგანდას, კობახიძემ აღნიშნა, რომ თუ ქვეყნის მიმართ ასეთი მოთხოვნები წამოვა, მიუღებელი იქნება.

 

„ჩვენ ვხედავთ, რომ სამწუხაროდ ლგბტ პროპაგანდას აქვს ძალიან ფართო მხარდაჭერა. ეს არის ძალიან სამწუხარო და იმედი მაქვს, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ არ წამოვა ასეთი მოთხოვნები, რომ მაინცდამაინც ბავშვებში ლგბტ პროპაგანდას დავუჭიროთ მხარი. ეს ჩვენთვის იქნებოდა მიუღებელი. ესტონეთში მაგალითად გუშინ დაკანონდა ერთსქესიანთა ქორწინება და ამას მოჰყვა ძალიან ხმამაღალი შეფასებები კონკრეტული სახელმწიფოების მხრიდან“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner