„ჩვენი პარტიის 40 000-მდე წევრს ვხვდებით და პარტიის წევრებთან გვაქვს გულახდილი საუბარი იმ თემებზე, რაც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის განვითარებასთან“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალუსტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, შეხვედრებზე ასევე განიხილება მომდევნო თვითმმართველობის არჩევნებისთვის პარტიის მოსამზადებელი გეგმაც.
„ჩვენ ვატარებთ პარტიულ კონფერენციებს, სადაც ჩვენი პარტიის 40 000-მდე წევრს ვხვდებით და პარტიის წევრებთან გვაქვს გულახდილი საუბარი იმ თემებზე, რაც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის განვითარებასთან. სხვადასხვა თემაზეა საუბარი უსაფრთხოების, ეკონომიკურ საკითხებზე და ა.შ. მომავალი წელი არის ძალიან მნიშვნელოვანი წელი. ოქტომბერში გვექნება საპარლამენტო არჩევნები, შემდეგი წელი არის თვითმმართველობის არჩევნების წელი და ბუნებრივია, ამაზეც გვექნება საუბარი თუ როგორ უნდა მოემზადოს ჩვენი პარტია მომდევნო წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის“, - აღნიშნა კობახიძემ.