ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ალუდა ღუდუშაური რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორს, ირაკლი ბერიას შეხვდა.
შეხვედრაზე რეგიონებში ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესების მიმართულებებით ინიციატივებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. განიხილეს ცენტრის საქმიანობა, განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები.
„რეგიონში მცხოვრები მოქალაქეებისთვის ჯანდაცვის ხარისხიან სერვისებზე წვდომა, ქვეყნის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. შევთანხმდით თანამშრომლობის გზებზე, რის შედეგადაც, კიდევ უფრო მეტ სიკეთეს და ჯანდაცვის ხარისხიან სერვისებს მიიღებენ ჩვენი თანამოქალაქეები“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.