logo_geo
eng_logo
„ქართული ოცნების“ კონფერენციებზე თელავისა და ახმეტის ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს
- +

21 ივნისი. 2023. 20:10

„ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები კახეთის რეგიონში დაიწყო. დღეს კონფერენციები გაიმართა თელავსა და ახმეტაში, რომელზეც ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ თელავის ორგანიზაციას თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი უხელმძღვანელებს.

ახმეტის ორგანიზაციის თავმჯდომარედ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსი ფიცხელაური აირჩიეს.

ხვალ, პარტიული კონფერენციები გაიმართება ყვარელში, ლაგოდეხსა და გურჯაანში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner